ეკა გიგაური - მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ დააშანტაჟონ "ქართული ოცნება", რადგან დღეს ისინი ძალიან ძლიერები არიან

მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ დააშანტაჟონ "ქართული ოცნება", ვინ ვის ხელშია დღეს, ამასთან დაკავშირებით უკვე კითხვის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სასამართლო კლანი იმდენად ძლიერია, რომ ვერცერთი უწყება მათ ვერ შეამოწმებთ.

"დასანქცირებული მოსამართლეები კორუფციისთვის, რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგებოდნენ იმას, რომ ვიღაცამ შეხედოს მათ დეკლარაციებს და ვიღაცამ შეამოწმოს მათი კეთილსინდისიერება. ისინი არა მხოლოდ ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებიან, რომ კეთილსინდისიერება შემოწმდეს მათი, არამედ უკვე არსებულ მექანიზმზეც ფაქტობრივად, სასამართლო სისტემას იყენებენ იმისათვის, რომ არავინ შეეხოთ მათ. 

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომ შეემოწმებინათ ის 300 კაცი, რომლის სიის შედგენაშიც ჩვენ, არასამთავრობო სექტორი ჩართული ვიყავით. 

ისინი იმდენად ხელშეუხებლები არიან, რომ მათ ვერცერთი უწყება ვერ შეამოწმებს. მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ დააშანტაჟონ "ქართული ოცნება", იმიტომ რომ დღეს ისინი არიან ძალიან ძლიერები და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გადაირჩინონ თავი. ვინ ვის ხელშია დღეს უკვე კითხვის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინფორმაციით, მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს. შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.

"4 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის”სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით.

შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლეილა ფოლადაშვილმა, ვალერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილის და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება.

მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. (სანიმუშოდ იხ. სტუდია მონიტორის სიუჟეტი 2022 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტური გამოძიება).

კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება, სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე.

მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები