რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე 8 ცხედარი იპოვეს

რუსეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ცხედრები იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია 8 ცხედარი, მათ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზი იქნება საჭირო, რადგან თითქმის ყველა დამწვარია.

"გარდა ამისა, ერთ გარდაცვლილს თავი არ აქვს, მეორეს სახე აქვს სასტიკად დაზიანებული", - წერენ ჟურნალისტები.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy-ის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სიაში იყვნენ თავად ევგენი პრიგოჟინი, ასევე "ვაგნერის" მეთაური და პრიგოჟინის "მარჯვენა ხელი" დიმიტრი უტკინი.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

მსგავსი სიახლეები