მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, "ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ფედერაციაში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაციას სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს.

მედია ასევე წერს, რომ "ვაგნერი" პრიგოჟინის და უტკინის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავის Embraer Legacy-ის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სიაში იყვნენ თავად ევგენი პრიგოჟინი, ასევე "ვაგნერის" მეთაური და პრიგოჟინის "მარჯვენა ხელი" დიმიტრი უტკინი.

ავიაკატასტროფის ადგილზე ამ დროისთვის ნაპოვნია 8 ცხედარი, მათ ამოსაცნობად დნმ-ის ანალიზი იქნება საჭირო, რადგან თითქმის ყველა დამწვარია.

"გარდა ამისა, ერთ გარდაცვლილს თავი არ აქვს, მეორეს სახე აქვს სასტიკად დაზიანებული", - წერენ ჟურნალისტები.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. 

მსგავსი სიახლეები