ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა

ჭიათურის მუნიციპალიტეტს ახალი რეკრეაციული სივრცე  შეემატა.

ყოფილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ გახსნეს.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე, "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

"დავასრულეთ კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის მოწყობა. შედეგად,  მრავალფუნქციური, გამწვანებული ლოკაცია მივიღეთ, სადაც დასვენებაც და ბავშვების გართობაც არის შესაძლებელი. ჩვენი პრიორიტეტია,  რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ  ჩვენს ქალაქში",  - განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყო: სათვალთვალო ბორბალი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ადმინისტრაციული შენობა, გაზონები, გამწვანება, ძელსკამები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საპარკინგე სივრცე და სველი წერტილები. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. 

რეკრეაციულ ზონაში ატრაქციონების დამონტაჟება შპს "ჯორჯიან მანგანეზის“ თანამონაწილეობით განხორციელდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები კომპანია "როედ ქონსთრაქშენმამა" შეასრულა. პროექტის ღირებულება 1269 352 ლარს შეადგენს.

ღონისძიების ბოლოს კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ნეკა სებისკვერაძემ, აჩიკო ბერიძემ, ანუკი ცქვიტინიძემ, გელა დონაძემ, აჩიკო ცანკაშვილი და სოფო პაპუაშვილმა. ღონისძიების წამყვანი მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი იყო.

საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები