ჭიათურის მერმა საუკეთესო საჯარო მოხელეები დაასახელა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე საჯარო სამსახურის და ა(ა)იპ, სსიპ, შპს-ში დასაქმებულ თანამშრომლებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და 2023 წლის  საუკეთესო საჯარო მოხელეები და ა(ა)იპი-ს ხელმძღვანელები დაასახელა.

ამასთანავე, მერმა ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს მადლობის ბარათები გადასცა.

მადლობის ბარათები ასევე გადაეცათ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის წარმომადგენლებს.

"მინდა მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და მადლობა გითხრათ ჭიათურის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. გისურვებთ წარმატებებს იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რომელსაც თქვენ  ასე კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად ასრულებთ“, - განაცხადა გივი მოდებაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები