ქეთევან ბაკარაძე - საქართველოსთვის რუს ოკუპანტებზე დიდი მტერი აქამდე ვერც წარმომედგინა

სცენარი ობიექტური სინამდვილიდან, რეალური ისტორიული ფაქტებიდან იმდენად დიდი დიაპაზონითაა აცდენილი, რომ პრაქტიკულად ქართული მხარის დადანაშაულება გამოდის მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე!  - ამის შესახებ აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ქეთევან ბაკარაძე სოციალურ ქსელში ნანა ჯანელიძის ფილმ "იარე ლიზასთან" დაკავშირებით წერს.

"უკვე 30 წელია, სექტემბრის ბოლო დღეები განსაკუთრებულად ემოციურია ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აფხაზეთის ტრაგედია საკუთარ თავზე იწვნია, რუსული ოკუპაციის ჩვეული სისასტიკე გაიზიარა, დაკარგა ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, თანამოქალაქეები...

დრო არ არის მკურნალი, არ გიხორცებს ჭრილობებს, არ გაძლევს დავიწყების შესაძლებლობას, არ გინელებს დარდს და ტკივილს; უკვე აღარც ვცდილობ მეხსიერების ბნელ კუნჭულში მოვიმწყდიო ის მოგონებები, ტრავმული გამოცდილებები და ტკივილი, რაც სოხუმის დაცემას, ომის კატასტროფულ შედეგებს მოჰყვა, ეს შეუძლებელია.

ჩვენ, ფუძემოწყვეტილები, ამ პერიოდში დიდად არც ვყოფილვართ განებივრებულნი ემპათიით, ჩვენი ბედით დაინტერესებით, ყურადღებითა და ზრუნვით, ამიტომაც დამკვიდრდა ამ საზოგადოებაში ნიჰილიზმი, უნდობლობა, თუ იმედგაცრუება. ალბათ, ამდენ გასაჭირს და გამოწვევას იმიტომ გავუმკლავდით, რომ არასდროს შეგვრცხვენია ჩვენი წარსულის, ქმედებების, ჩვენი გმირების, ვაჟკაცების, რომლებიც დაუფიქრებლად სწირავდნენ ყველაზე ძვირფასს...

სწორედ ასეთ საკრალურ პერიოდში მივიღეთ დაუჯერებელი საჩუქარი კულტურის სამინისტროსა და ქართული კინემატოგრაფიისგან, აფხაზეთის ომის გაყალბებული ქრონიკები, "სიმართლის" ფრაგმენტები, დისკრედიტირებული "ბოევიკად" წოდებული ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ნარკოტიკებით გაჟღენთილები, მოროდიორობით, რუს ქალბატონებთან გართობის ფონზე სჩადიოდნენ ყველაზე უღირს ქმედებებს, ფაქტობრივად სამხედრო დანაშაულს - აფხაზების " გენოციდს" და სწორედ მათ არაადამიანურ ქმედებებს მოჰყვა ზუსტად ერთ წელიწადში სრულიად გამართლებული შურისძიება ქართველ მოსახლეობაზე.

ფილმში საკმაოდ ოსტატურადაა შეფუთული ფეთქებადსაშიში გზავნილები და სრულიად გაუგებარია, ომის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოებებისთვის რა შემრიგებლური დატვირთვის მატარებელია. სცენარი ობიექტური სინამდვილიდან, რეალური ისტორიული ფაქტებიდან იმდენად დიდი დიაპაზონითაა აცდენილი, რომ პრაქტიკულად ქართული მხარის დადანაშაულება გამოდის მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე! 

მოკლედ, "ნიუტონას დღიურიდან" ამონარიდებმა, ვალანტიორი ჟურნალისტის ოჩამჩირის რაიონში ორდღიანმა ვიზიტმა გადაფარა სოხუმის 13 თვიანი და 13-დღიანი ჰეროიკული ეპოპეა, ჩვენი ბიჭების წარმოუდგენელი სულისკვეთება, ქართველების მიერ  გადარჩენილი ასობით აფხაზის სიცოცხლე... ამ მავნე ფანტაზიის ნაყოფის კულტივაციამ კი საკუთარი სახლებიდან გამოყრილებს, ნაწამებ და გაუბედურებულ ხალხს არ გვაკმარა ეს ტრაგედია და თავდახრილებს ბოდიშის მოხდისკენ მოგვიწოდა.

საქართველოსთვის რუს ოკუპანტებზე  დიდი მტერი აქამდე ვერც წარმომედგინა", - წერს ბაკარაძე.

უახლესი ამბები