ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ წოლაში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები კიდევ ერთ ლოკაციაზე - სოფელ წოლაში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადგილზე გაეცნო.

"პროექტის პირველ ეტაპზე სოფელ წმენდაურის გადასახვევიდან, სოფელ წოლის მიმართულებით 1 კილომეტრამდე საგზაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასფალტბეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით, პროექტი გარდამავალია და მე-2 ეტაპის განხორციელება მომავალ წელს იგეგმება.

სამუშაოების ღირებულება 359 940 ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად მოხდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები