ონის მუნიციპალიტეტი სათემო ავტობუსს შეიძენს

28 ნოემბერს იაპონიის მთავრობისა და იაპონელი ხალხის მიერ დაფინანსებულ პროექტს მოეწერა ხელი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტისთვის სათემო ავტობუსის შეძენას გულისხმობს.

პროექტის ხელმოწერის ცერემონიას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ესწრებოდნენ.

პროექტი დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში.

"საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების დაცვას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და განათლება", - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები