სერგი ხიდეშელი ონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ქალაქ ონში, სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ადგილობრივი პრიორიტეტების, სამთავრობო პროგრამებისა და გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სერგი ხიდეშელმა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე საკითხი შეეხო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მობინადრეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას საერთო ინტერესების გაზიარებისა და სასურველი კეთილდღეობის შექმნას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი მოადგილეებთან ერთად, ასევე რაჭა ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.

"მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სააკაძის ქუჩაზე განხორციელებული პროექტის გამო, რადგან ახლად მოწყობილი დასასვენებელი საზოგადოებრივი სივრცე ყველა ასაკის მოქალაქისთვის თანაბრად საჭირო და სასიამოვნოა, ამავდროულად ამავე ქუჩაზე იგეგმება გარკვეული ტერიტორიის რეაბილიტაცია, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შემადგენელი ნაწილი იქნება.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია, ასევე ქალაქის იერსახეზე ზრუნვა ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები