ზელენსკი - ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, რადგან ვაფასებთ ერთმანეთს

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოკონფერენციის ფორმატში პრეზიდენტ ანჯეი დუდას ესაუბრა.

ზელენსკიმ დუდას და მთელ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისი თქმით, უკრაინის დამოუკიდებლობა ყოველთვის იქნება ძლიერი საყრდენი პოლონეთის თავისუფლებისთვის.

"ჩვენმა ხალხებმა მთელ ევროპასთან ერთად გაიარეს დიდი გზა და ყოველთვის, როდესაც ჩვენ ერთ მხარეს ვიყავით, ჩვენ ისტორიას უკეთესობისკენ ვცვლიდით. საოცარი რაღაცებია შესაძლებელია, თუ უკრაინელებს და პოლონელებს საერთო მიზანი აერთიანებთ. როგორც ორშასთან და ზამოსტიესთან ბრძოლაში, ისე ახლა, ბრძოლაში, რომელიც გრძელდება უკრაინის თავისუფლებისთვის, ანუ პოლონეთის თავისუფლებისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში, რადგან ვაფასებთ ერთმანეთს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინელები ყოველთვის იქნებიან პოლონელი ხალხის მადლობელი რუსეთის აგრესიის რთულ პერიოდში მათი დახმარებისთვის.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინასა და პოლონეთს შორის ძლიერი ურთიერთობების მნიშვნელობა, როგორც ევროპის ერთიანობის ერთ-ერთი საფუძველი.

"ევროპის ერთიანობა ჩვენი საერთო ინტერესია, ის შეიძლება, იყოს ძლიერი მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი საფუძველია უკრაინული და პოლონური ნების მოკავშირეობა, როდესაც ჩვენ ვართ ერთად, როდესაც ჩვენ ვართ ერთად ევროკავშირსა და ნატოში და ჩვენი საერთო ისტორიის ყველა განმსაზღვრელ მომენტში. ერთად ჩვენ, სულ მცირე, ორჯერ უფრო ძლიერები ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, დუდამ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნატოსა და ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე.

დუდამ ასევე მიულოცა ზელენსკიმ ევროკომისიის რეკომენდაცია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

"გილოცავთ ამ ნაბიჯს და იმ ფაქტს, რომ რთული საომარი ვითარების მიუხედავად, თქვენ ახორციელებთ შემდეგ მოთხოვნებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ არა მხოლოდ გგულშემატკივრობთ, არამედ მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ თქვენს მისწრაფებებში“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები