დუდა - რუსეთმა შესაძლოა, მალე აღადგინოს თავისი სამხედრო პოტენციალი და თავს დაესხას ნატოს ქვეყნებს უკვე 2026 წელს

რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, მალე აღადგინოს თავისი სამხედრო პოტენციალი და თავს დაესხას ნატოს ქვეყნებს უკვე 2026 წელს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სწორედ რუსული თავდასხმის საფრთხემ უნდა მოახდინოს გავლენა ნატოზე, რათა გაზარდოს ქვეყნების თავდაცვის ხარჯების საჭირო ბარიერი მშპ-ს 2-დან 3 პროცენტამდე.

”ჩემი გადმოსახედიდან, ეს საღი აზრია. ჩნდება ახალი მოხსენებები და მე ახლახან ვნახე გერმანელი ექსპერტების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, უკვე 2026 და 2027 წლების მიჯნაზე, პუტინს თავისი ეკონომიკის სამხედრო ბაზაზე გადაყვანის შემდეგ,  ექნება ისეთი სამხედრო პოტენციალი, რომ შეძლებს ნატოზე თავდასხმას", - განაცხადა დუდამ.

დუდა მიიჩნევს, რომ იქამდე, ვიდრე რუსეთი ნატოს თავს დაესხმება დაახლოებით 2-3 წელი რჩება და ამ დროის განმავლობაში ალიანსმა უნდა გაზარდოს ძალისხმევა, მოაგროვოს საბრძოლო მასალა, აწარმოოს იარაღი, გაზარდოს ევროპული შესაძლებლობები და მოემზადოს შეჭრისთვის ისე, რომ ეს არ მოხდეს.

"ეს რუსული აგრესია ნებისმიერ ფასად უნდა შეწყდეს, თუ არ შეჩერდება, გადავა სხვა ტერიტორიებზე და მაშინ ვშიშობ, რომ ამერიკული ფული არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, ამერიკული ჯარების შემოყვანა იქნება საჭირო და ეს არავის უნდა“, - განაცხადა დუდამ.

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ "უკრაინის მხარდასაჭერად გაღებული ყოველი დოლარი, უკრაინისთვის გადაცემული ყოველი ბრედლი, ყოველი იარაღი, საარტილერიო საბრძოლო მასალის ყოველი ყუთი, შლის რუსეთის გამარჯვების აჩრდილს“.

მსგავსი სიახლეები