ანა ბუჩუკური - ახლა მთავარია, ჩვენს მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირში და შემდეგ ნატოში გაწევრება, რაც შეიძლება დროულად მივაღწიოთ

ახლა მთავარია, ჩვენს მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირში და შემდეგ უკვე ნატოში გაწევრება, რაც შეიძლება დროულად მივაღწიოთ. ეს გვეჩქარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, ფიზიკური უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის  „საქართველოსთვის“ წევრმა  ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ანა ბუჩუკურმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისათვის ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილების ფონზე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს, რომელთა ძალისხმევაც  ამ პროცესებში არანაკლებ მნიშვნელოვანია. მანვე ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა, რათა საქართველომ საბოლოოდ დეკემბერში  დამსახურებულად მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

"ამისთვის პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ  დავიბრუნოთ ლიდერის სტატუსი ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, რაც სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში  დავკარგეთ, მაგრამ წლების განმავლობაში გვქონდა და ვამაყობდით.  აუცილებელია ლიდერის სტატუსის დაბრუნება და დროულად საბოლოო მიზნის მიღწევა. ამ ყველაფრისთვის კი ყველას ძალიან დიდი შრომა გვაქვს ერთად გასაწევი - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. სამწუხაროდ, საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაქსაქსულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით უბრალოდ ვერ მიაღწევს მიზანს“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები