ანა ბუჩუკური - სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავი არიან, პირველ რიგში, შიმშილისგან

სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავი არიან პირველ რიგში, შიმშილისგან. ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ჰქვია ბავშვთა მალნუტრიცია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად, ვითარდება საკვების დეფიციტის დროს. ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს მისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვებითი დეფიციტი იწვევს ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით პრობლემას და ხშირად კოგნიტური განვითარების შეფერხებას, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს დაბალ მიღწევას სკოლაში, ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას და ა.შ.

როგორც მან აღნიშნა, 2022 წელს საჯარო სკოლებში უნდა დაწყებულიყო სასკოლო კვების პროგრამა თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ როგორც ჩანს, ამ პროგრამის განხორციელება არჩევნებისთვის გადადო.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი გაკეთდეს ხარისხიანად, ზუსტად ისე როგორც იყო დაგეგმილი მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და ჩართულობით და არა მორიგი კორუფციული სქემებით რამდენიმე ადამიანის გასამდიდრებლად. საქართველოში ბავშვები დასაცავი არიან გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწილებისგან, დედის და მამის გარეშე გაზრდისგან, რომელთა მშობლები ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის სირთულეების გამო მოშორებულები არიან საკუთარ შვილებს, საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამშობლოს და ფაქტობრივად არიან იძულებით გადასახლებულები, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაუნათლებლობისგან. არჩევნები მოდის და ამის ხათრით მაინც დაიწყეთ სასკოლო კვების პროგრამა, ხარისხიანად“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები