ანა ბუჩუკური - ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი საქართველოს არ ჰყოლია, ამიტომ, დიდი მადლობა ივანიშვილს ამისთვის

ირაკლი კობახიძე ჩვენთვის შესაძლებლობაა და ეს კიდევ ერთხელ თავად დაადასტურა გუშინ, როცა დიდი საჩუქარი გაგვიკეთა: გვეგონა, რომ თავის სათქმელზე ისაუბრებდა, როგორც  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სინამდვილეში კი, მხოლოდ ჩვენი გუნდის ლიდერზე და ჩვენზე ისაუბრა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

"ხალხის ასეთი დაბალი მხარდაჭერის მქონე პრემიერი საქართველოს არ ჰყოლია, ამიტომ, დიდი მადლობა ივანიშვილს ამისთვის.

ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი პოლიტიკოსებს შორის, კორო-ნაცია ნამდვილად შედგა, ადამიანს, რომელსაც არაფერი აკავშირებს 2012 წლის ოქტომბრის იდეალებთან და ნაციონალების ავტორიტარიზმის დამარცხებასთან, თვითონ არის ავტორიტარიზმის და ტყუილებში ჩაკარგული ნეონაცის სიმბოლო.

მაგრამ კობახიძე, იმავდროულად, დიდი რისკია ქვეყნისათვის:

•⁠  ⁠ადამიანი, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების 12 წლიანი მმართველობის პერიოდში 2-ჯერ გამოიწვია 100 ათას კაციანი აქცია (გავრილოვის მის სავარძელში დასმით და რუსული კანონით);

•⁠  ⁠ადამიანი, რომელიც თავს იმით იწონებს, რომ კონსტიტუციის შემქმნელი ვარო, მაგრამ ამ კონსტიტუციას ანადგურებს;

•⁠  ⁠ადამიანი, რომელიც საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციებს ხან მურუსიძის, ხან კეზერაშვილის დასაცავად აუქმებს;

•⁠  ⁠გავრილოვის ჩამომყვანი და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამსმელი;

•⁠  ⁠ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზზე აქამდე არასოდეს ყოფილა და ახლა ამბობს, რომ მოუწევს თურმე;

•⁠  ⁠ადამიანი, რომელიც არის დღევანდელი დეგრადირებული, ტყუილებში დაკარგული ოცნების, ქართული ოცნების ღირებულებების ღალატის სახე!

ამიტომ, ჩვენ ამ დიდ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და 2024 წელს გავისტუმრებთ „ოცნებას“ ხელისუფლებიდან, კობახიძით თუ მის გარეშე", - განაცხადა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები