უმეროვი - რუსეთმა უკრაინაში მხოლოდ ბოლო ექვს კვირაში თითქმის 36 ათასი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საოკუპაციო ჯარის 36 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა უკრაინის თავდაცვის მე-17 საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, "უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა რუსული ხომალდები შავი ზღვიდან გააძევეს და თანდათან აღადგენენ ნაოსნობის თავისუფლებას, თუნდაც საკუთარი ძლიერი საზღვაო ფლოტის გარეშე - ეს არის ჩვენი ასიმეტრიული ქმედებების შედეგი".

"რუსეთი ნამდვილად არ გეგმავს თავისთავად გაჩერებას. ერთადერთი ენა, რომელიც მოსკოვს ესმის, არის ძალა. ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს ენა", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უმეროვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ რამშტაინის ფორმატის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც ექვსი კვირის წინ გაიმართა, რუსეთმა თითქმის 36 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

მისი თქმით, პარტნიორების მიერ მოწოდებულმა შეიარაღებამ შეცვალა სიტუაცია ფრონტზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები