უმეროვი - უკრაინა-ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიური მიდგომების შემუშავებას

უკრაინა-ნატოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიური მიდგომების შემუშავებას და მომავალი საფრთხეებისთვის მომზადებას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

"უკრაინა და ნატო მხარდამხარ გააუმჯობესებენ პერსონალის მომზადების სისტემას“, - წერს უმეროვი.

მისივე თქმით, ასეთი ცენტრის შექმნა თავდაცვის მინისტრების დონეზე უკრაინა-ნატოს საბჭოს მეორე შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.

"ჩვენთვის JATEC არის ახალი ტექნოლოგიური მიდგომების შემუშავება მომავალი საფრთხეებისთვის მოსამზადებლად. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება ყველას მიმართ, ვინც მონაწილეობს მომზადებაში, განსაკუთრებით ნატოს საერთაშორისო სამდივნოს, პოლონეთსა და გერმანიას", - განაცხადა მინისტრმა.

უმეროვმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და ნატოს ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ გრძელვადიანი თავდაცვის პოტენციალისა და მდგრადი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაზე.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს შექმნას მექანიზმები, რომლებიც გააერთიანებს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიის პარტნიორებს და უკრაინას. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ერთობლივი საწარმოები, ერთობლივი ინვესტიციები, წარმოების ლოკალიზაცია და წარმოების მასშტაბირება თავდაცვის სექტორში",- განაცხადა უმეროვმა.

ნატოს სამიტი ვაშინგტონში უნდა გახდეს ახალი გადამწყვეტი ნაბიჯების პლატფორმა, რომელიც უკრაინას ალიანსში გაწევრიანებასთან დააახლოებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ნატომ გადაწყვიტა გახსნას საერთო სასწავლო ცენტრი პოლონეთში, ბიდგოშჩში, სადაც უკრაინელი სამხედროები ალიანსის სამხედრო პერსონალთან ერთად ისწავლიან და მოემზადებიან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი ცენტრი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თავად ალიანსსაც სჭირდება.

"ეს ცენტრი საშუალებას მოგვცემს, უკრაინამ გაგვიზიაროს რუსეთ-უკრაინის ომის დროს მიღებული გამოცდილება და შექმნას სტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ისწავლონ და ივარჯიშონ ნატოს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები