უმეროვი - უკრაინას საზღვარგარეთ მცხოვრები მამაკაცების ჯარში გაწვევა სურს

საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელები შეიძლება ჯარში გაიწვიონ, ასეთ სცენარებს უკრაინაში განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა Welt-თან და Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

უმეროვის თქმით, რომ მომავალ წელს საზღვარგარეთ მცხოვრები მამაკაცები სამხედრო სამსახურში შეიძლება გამოიძახონ. გერმანიასა და სხვა ქვეყნებში 25-დან 60 წლამდე სამხედრო ასაკის უკრაინელებს შეიძლება მოეთხოვოთ გამოცხადდნენ შეიარაღებული ძალების სამხედრო რეკრუტირების ცენტრებში.

თავდაცვის მინისტრმა მხოლოდ გამოძახებაზე ისაუბრა, მაგრამ როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, უმეროვმა ნათლად აღნიშნა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

"ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ რა მოხდება, თუ ისინი ნებაყოფლობით არ მოვლენ“, - ციტირებს Welt უმეროვს.

როგორც გერმანული გამოცემები აღნიშნავენ, 2022 წლის 24 თებერვლიდან გერმანიაში 18-დან 60 წლამდე 221 571 უკრაინელი მამაკაცი ჩავიდა. აქედან 189 484 ამჟამად ქვეყანაში იმყოფება.

მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მინისტრ რუსტემ უმაროვის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც უწყებაში აღნიშნეს, დღის წესრიგში არ დგას საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელი მამაკაცების ჯარში გაწვევის საკითხი.

"დღის წესრიგში არ არის საზღვარგარეთიდან გაწვევის განხილვა. თუ საზღვარგარეთ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სურთ, შეუერთდნენ ჯარს, ისინი ჩამოდიან უკრაინაში და უერთდებიან“, – განაცხადა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის სამმართველოს უფროსმა ილარიონ პავლიუკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები