სროლა პრაღაში - მედიის ინფორმაციით, მკვლელი მართავდა რუსულენოვან Telegram-არხს და ემზადებოდა დანაშაულისთვის

ჩეხური მედიის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღაში 15 ადამიანი მოკლა და რამდენიმე ათეული დაჭრა, დევიდ კოზაკია.

ინტერნეტში რუსულენოვანი Telegram-ის არხი აღმოაჩინეს, რომელშიც ავტორი სროლისთვის ემზადება. მესინჯერს აქვს David Kozák არხი, შექმნილი 9 დეკემბერს, რომელიც იმართებოდა რუსულ ენაზე.

ავტორი აცხადებს, რომ "სკოლაში სროლაზე მიდის“ და "შთაგონებულია“ მსროლელებით, რომლებმაც ხოცვა-ჟლეტა მოახდინეს სკოლებში.

"მინდა სკოლაში სროლა მოვაწყო და შესაძლოა, თვითმკვლელობაც... ეს არხი არის დღიური, სადაც მე ვისაუბრებ ჩემს ცხოვრებაზე სროლამდე“, - წერს სავარაუდო თავდამსხმელი 10 დეკემბერს.

შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში დღეს გახსნა ცეცხლი.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 11 დაღუპულის და 25-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. დაშავებულებს შორის არიან შენობის მე-3 და მე-4 სართულიდან გადავარდნილები. მოგვიანებით ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

მსგავსი სიახლეები