პრაღაში მომხდარი სროლის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული, 24 კი დაჭრილი.

ჩეხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი ეძებდნენ სტუდენტს, რომელსაც პრაღაში სროლამდე თვითმკვლელობა სურდა.

როგორც გამოცემა SZ წერს, პოლიციამ 12:20 საათზე მიიღო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სოფლიდან 24 წლის მამაკაცი პრაღაში აპირებდა გამგზავრებას და აცხადებდა, რომ თვითმკვლელობა სურდა. მალევე, 12:45 საათზე ამავე სოფელში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ეს იყო ეჭვმიტანილის მამა.

გამოცემა Novinky-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტში ცეცხლი 25 წლის სტუდენტმა დევიდ კოზაკმა გახსნა, მოგვიანებით კი თავი მოიკლა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ის ლექციაზე 14:00 საათზე უნდა ყოფილიყო. პოლიცია მაშინვე მივიდა და შენობიდან ევაკუაცია მოახდინა. 14:59 საათზე, სხვა შენობაში სროლის შესახებ პირველი ინფორმაცია მიიღეს, ადგილზე პირველი პატრული რამდენიმე წუთში მივიდა. 15:20 საათზე გადასცეს ინფორმაცია, რომ შენობაში თავდამსხმელის უსიცოცხლო ცხედარი იყო.

ჩეხური მედიის ცნობით, თავდამსხმელი, რომელმაც პრაღაში 15 ადამიანი მოკლა და რამდენიმე ათეული დაჭრა, დევიდ კოზაკია.

ინტერნეტში რუსულენოვანი Telegram-ის არხი აღმოაჩინეს, რომელშიც ავტორი სროლისთვის ემზადება. მესინჯერს აქვს David Kozák არხი, შექმნილი 9 დეკემბერს, რომელიც იმართებოდა რუსულ ენაზე.

ავტორი აცხადებს, რომ "სკოლაში სროლაზე მიდის“ და "შთაგონებულია“ მსროლელებით, რომლებმაც ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს სკოლებში.

მსგავსი სიახლეები