ზალუჟნი - ჩვენ გვჭირდება ხალხი, საბრძოლო მასალა და იარაღი, მაგრამ ვის გამოიძახებს სახელმწიფო, ჩემი კომპეტენცია არ არის

უკრაინის არმიას ბრძოლის გასაგრძელებლად ხალხი, საბრძოლო მასალა და იარაღი სჭირდება, უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაკისრებული ამოცანების შესრულება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

"ჩემთვის მთავარია, ხალხი ჯარში წავიდეს და შეძლოს დაკისრებული ამოცანების შესრულება, ვის რა გადავადება ექნება ან ვის არ ექნება, ვის გამოიძახებს სახელმწიფო - მივიჩნევ, რომ ეს ჩემი  კომპეტენცია არ არის“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, ამ მიზნისთვის არის ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოები, რომლებიც განსაზღვრავენ ვინ გამოიძახონ.

”მე მჭირდება ხალხი, მჭირდება საბრძოლო მასალა და იარაღი მჭირდება ბრძოლის გასაგრძელებლად”, - აღნიშნა ზალუჟნიმ.

მინისტრთა კაბინეტმა რადას მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. შეთავაზებულია ასაკობრივი ბარიერის შემცირება 27-დან 25 წლამდე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები