ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დანიშნა

დიდ ბრიტანეთში ელჩის პოსტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალის ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დამტკიცდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"2024 წლის 7 მარტს, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს გაუგზავნა აგრემანის შესაბამისი მოთხოვნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტიდან ვადიმ პრისტაიკო პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2023 წლის ივლისში გაათავისუფლა. 

რაც შეეხება ზალუჟნის, რომელიც ჯარს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა, მან თანამდებობა 8 თებერვალს დატოვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკი დაინიშნა.

9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილ ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები