ბექა ლილუაშვილი - გახსენით თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პოლიტიკური დებატებისთვის, ნუ ატყუებთ მოსახლეობას

ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და "ოცნებას", გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის, გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა რამდენიმე არხზე და ისინი აქცია "ოცნების" პოლიტიკურ იარაღად.

"მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების (იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს:

ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია "ოცნების" პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად.

ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს.

ოცნება დღეს ნაცების მსგავსად მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, fake-ის გავრცელებისა და ხალხისათვის სიმართლის დასამალად.

სააკაშვილის მოგონილი მედია ბოიკოტის კოპირების გზით, შეშინებული კობახიძეები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან.

ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და "ოცნებას", გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის.

გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის! ვიმეორებ ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად, სასამართლო დარბაზიდან!

ჩვენ, გახარიას გუნდი, მოგმართავთ თქვენ, ივანიშვილის დამცველებს, მოდით დებატებში მოქალაქეებისთვის მწვავე პრობლემებზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, შრომის პირობების დაცვასა და მინიმალურ ხელფასზე, დასაქმებაზე, გაზრდილ ფასებზე, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევის პრობლემაზე. პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირ არჩევაზე, საარჩევნო ბარიერისა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესზე. თქვენივე ტელევიზიებში, იმედზე მაგალითად.

ჩვენ, ასევე ველოდებით ივანიშვილისგან თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო წელს, ტელევიზიებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საეთერო დრო დაუთმონ ყველა პოლიტიკურ აქტორს თანაბრად. პოლიტიკური დებატების გარეშე მოქალაქეები ვერ გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს, რაც არჩევნების სამართლიანობას უქმნის რისკებს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები