თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა

თურქეთში, მერსინი-ანტალიის გზატკეცილზე საქალაქთაშორისო სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა. შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, ავტობუსი გვირაბების გასასვლელში ბარიერებს შეეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მივიდა მერსინის გუბერნატორი ალი ჰამზა ფეჰლივანი.

"ინფორმაციის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ჩვენი სამძებრო-სამაშველო და სამედიცინო ჯგუფები, ასევე ჟანდარმერია. ავარიის შემდეგ მათ საჭირო გამოძიება ჩაატარეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები