ზელენსკი - რუსული ტყვეობიდან 207 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა

უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად 207 უკრაინელი სახლებში დაბრუნდა.

"ჩვენები სახლში არიან - 207 ადამიანი, ჩვენ ბრუნდებით ყველაფრის მიუხედავად, გვახსოვს ტყვეობაში მყოფი ყველა ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, ყველა უნდა დავაბრუნოთ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, უკრაინელებს შორის, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ, არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის და ეროვნული პოლიციის ჯარისკაცები. ჯარისკაცებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც იმყოფებოდნენ აზოვსტალში, ზმეინის კუნძულზე, ასევე ისინი, ვინც იბრძოდნენ რამდენიმე მიმართულებით.

სამხედრო ტყვეთა მკურნალობის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გადარჩენილ სამხედრო მოსამსახურეებს შორის არის უკრაინის შეიარაღებული ძალების 95 ჯარისკაცი; 56 ეროვნული გვარდიელი; 26 მესაზღვრე; 29 ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცი; ეროვნული პოლიციის 1 წარმომადგენელი.

გათავისუფლებულია 180 რიგითი და სერჟანტი, ასევე 27 უკრაინელი ოფიცერი.

გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის ყველაზე უფროსი 61 წლისაა, უმცროსი კი 21 წლის გახდება.

სამხედრო ტყვეებიდან 36 დაშავებული ან მძიმედ დაავადებულია.

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskyy.official%2Fvideos%2F753423109653870%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>