უკრაინამ რუსების ტყვეობიდან 230 ჯარისკაცი დაიბრუნა

3 იანვარს უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 230 ჯარისკაცი დაიბრუნა, რომლებიც მარიუპოლსა და "აზოვსტალს" იცავდნენ.

"ჩვენები სახლში არიან. ორასზე მეტი ჩვენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების ჯარისკაცები, მესაზღვრეები. ზოგიერთი დამცველი იცავდა მარიუპოლს და აზოვსტალს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს უკრაინაში დაბრუნდა 225 მამაკაცი და 5 ქალი - 213 რიგითი და სერჟანტი და 11 ოფიცერი.

ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორისაა 66 ადამიანი, რომლებიც მარიუპოლში ჩავარდნენ ტყვედ, მათ შორის 12 - "აზოვსტალის" მცველი, კუნძულ "ზმეინის" 7 მცველი და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 5 მცველი.

გათავისუფლებულთა შორის არის 6 მშვიდობიანი მოქალაქე.

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ტყვეების ეს უკვე 49-ე გაცვლაა. უკრაინამ ამ დრომდე 2828 დამცველი დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები