იაცენკო - რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლა ფაქტობრივად გაყინა

უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი პეტრო იაცენკო აცხადებს, რომ რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლა  ფაქტობრივად გაყინა.

მისი თქმით, ასე სურს აგრესორ ქვეყანას შეარყიოს უკრაინული საზოგადოება.

"რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინულ საზოგადოებას, დაარწმუნოს სამხედრო ტყვეების ნათესავები, რომ უკრაინული მხარის დაბრკოლებების გამო გაცვლა არ ხდება. ის ითხოვს რაიმე სახის მასობრივ ქმედებებს და იყენებენ სამხედრო ტყვეებს როგორც უკრაინელებზე გავლენის კიდევ ერთ ბერკეტს“, - განაცხადა იაცენკომ.

მისივე თქმით, ბოლო გაცვლა მოხდა აგვისტოში, როდესაც 22 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა სახლში.

როგორც მან აღნიშნა,  უკრაინას ჰყავს ბევრი რუსი სამხედრო ტყვე და მზად არის გაცვალოს ისინი.

"ჩვენი საპატიმრო დაწესებულებები ივსება და საერთოდ არ გვჭირდება ამ რუსი სამხედრო ტყვეების აქ ყოფნა. ხვალაც სიამოვნებით გავცვლით მათ ჩვენს დამცველებზე", - აღნიშნა მან.

უახლესი ამბები