ლევან ხაბეიშვილი - რა შეუმსუბუქდება მილიონობით ადამიანს, როცა თქვენ პრემიერად დაგნიშნავთ ბიძინა ივანიშვილი?

"რა შეუმსუბუქდება მილიონობით ადამიანს, როცა თქვენ პრემიერად დაგნიშნავთ ბიძინა ივანიშვილი?", - ამ კითხვით "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მიმართა. 

"გაზრდილი გადასახადები, გაზრდილი ფასები პროდუქტებზე, საბანკო ოლიგარქია, გაზრდილი საწვავის ფასები, მე მაინტერესებს როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოდგენილი პრემიერობის კანდიდატი ამ პრობლემების მოგვარებას? რა შეუმსუბუქდება მილიონობით ადამიანს, როცა თქვენ პრემიერად დაგნიშნავთ ბიძინა ივანიშვილი? კითხვა მაქვს ივანიშვილის წარმომადგენელ პრემიერობის კანდიდატთან  საბანკო ოლიგარქიაზე, ბოლო მონაცემებით რაც იყო ოფიციალური 307 000 ადამიანს დალომბარდებული აქვს ქონება, ფაქტობრივად საქართველოს მოქალაქის ქონება არის ლომბარდში და ადამიანები მუშაობენ და წვალობენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ლომბარდის კაბალურ პირობებს დააღწიონ თავი და საბანკო ოლიგარქია, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ასე გამოისახება ციფრებში - 2,7 მილიარდი ლარის წმინდა მოგება ნახა ბანკებმა, ახლა ამ კითხვასაც რომ სვამ, ამ წუთებშიც ბანკები 8-9 მილიონ წმინდა მოგებას ნახავენ და ამასობაში საქართველოში არ არსებობს სხვა ბიზნესი ისეთი, რომ საკუთარი კაპიტალის 30 პროცენტიან მოგებაზე გადიოდეს, როგორ მოახერხეთ ის, რომ 30-33 პროცენტ წმინდა მოგებაზე გადის საკუთარი კაპიტალის ბანკები და უთხარით იმ 1 600 000 ადამიანს, რომელიც 2000 ლარს რომ ისესხებს 5000 ლარს იხდის, რა შეუმსუბუქდება ამ მილიონობით ადამიანს, როცა თქვენ პრემიერად დაგნიშნავთ ბიძინა ივანიშვილი?  - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს დღეს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციების ფორმატში უსმენენ.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები