უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.

ნოვაკმა თანამდებობიდან გადადგომა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პედოფილიის საქმის მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილებით საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია.

"ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც შეურაცხყოფა მივაყენე და ყველა მსხვერპლს, ვინც შესაძლოა, იგრძნო, რომ მე მათ მხარი არ დავუჭირე. დღეს ბოლოჯერ მოგმართავთ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვტოვებ პრეზიდენტის თანამდებობას", - განაცხადა ნოვაკმა ვიდეომიმართვაში.

ახალ პრეზიდენტს უნგრეთის პარლამენტი აირჩევს. ამისათვის მას პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან 30 დღე ექნება.

2023 წლის აპრილში, რომის პაპის უნგრეთში ვიზიტის წინ ნოვაკის გადაწყვეტილებით 20-მდე ადამიანი შეიწყალეს. შეწყალებულთა შორის იყო ბავშვთა სახლის დირექტორის მოადგილე, რომელიც დაეხმარა ყოფილ დირექტორის დანაშაულის დაფარვაში, რომელიც 2004-2016 წლებში რამდენიმე არასრულწლოვან ბიჭზე სექსუალური ძალადობისთვის იყო გასამართლებული.

ნოვაკი პირველი ქალია, რომელსაც უნგრეთის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, ასევე ყველაზე ახალგაზრდა ამ თანამდებობაზე ქვეყნის ისტორიაში. ნოვაკი პრეზიდენტად 44 წლის ასაკში აირჩიეს.

ამასთან, კატალინ ნოვაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიის ვიცე-თავმჯდომარეა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები