უნგრეთის პარტიის ლიდერი - თუ უკრაინა ომში წააგებს, ბუდაპეშტი ზაკარპატიეზე პრეტენზიას გამოთქვამს

უნგრეთის ულტრამემარჯვენე პარტიის Mi Hazank-ის ლიდერი ლასლო ტოროცკი აცხადებს, რომ თუ უკრაინა ომში წააგებს, ბუდაპეშტი ზაკარპატიეს ოლქზე პრეტენზიას გამოთქვამს.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა 27 იანვარს, ბუდაპეშტში ყოველწლიურ პარტიულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, "საერთაშორისო ფინანსისტების“ ზეწოლამ გამოიწვია ომი უკრაინაში, რომელიც „გაანადგურებს ევროპას და კონტინენტის ეკონომიკას ფსკერზე გადააგდებს“.

მისი მტკიცებით, "უკრაინა იყიდა BlackRock-მა", მსოფლიოს უდიდესმა საინვესტიციო ფონდმა, რომლის "ბიუჯეტი" 10 ტრილიონ დოლარზე მეტია.

უნგრელი პოლიტიკოსის განცხადებით, მისი პარტია მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულებას, კერძოდ, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მშვიდობას და სიტუაციის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას.

"თუ ომის შედეგად უკრაინის სახელმწიფოებრიობა შეწყვეტს არსებობას, Mi Hazank, როგორც ერთადერთი საპარლამენტო პარტია, პრეტენზიას გამოთქვამს ზაკარპატიეზე“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი განცხადებები Mi Hazank-ის ლიდერისგან. გასულ წელს მან ისაუბრა ახალი მსოფლიო ომის დაწყების თავიდან აცილების აუცილებლობაზე, რომ უკრაინა გაიყიდა უცხოელ ინვესტორებზე, ასევე ეწინააღმდეგებოდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლას, რადგან ეს თითქოს  რუსეთის წინააღმდეგ ომის შანსებს გაზრდიდა.

ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, უნგრელი დიპლომატები ზაკარპატიეში უნგრულ პასპორტებს არიგებდნენ, რასაც დიდი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.

ოპოზიციონერმა რუსმა პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარდაჭერის სანაცვლოდ ორბანს უკრაინის ნაწილს, კერძოდ, ზაკარპატიეს დაჰპირდა.

უახლესი ამბები