ევროპარლამენტი უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხს ამ კვირაში განიხილავს

დეპუტატები შეთანხმდნენ უნგრეთის შესახებ რეზოლუციის პროექტის ტექსტზე, რომელიც ევროკავშირის საბჭოში ქვეყნისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას მოითხოვს, დოკუმენტი განიხილება ამ კვირაში, - ამის შესახებ Euractiv-ზე წერს.

ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა დათანხმდა უნგრეთის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას 18 იანვარს.

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის პროცესი.

9 იანვარს ევროპარლამენტარმა პეტრი სარვამაა წამოიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე უნგრეთისთვის ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

ოთხი დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეგროვდა.

ხმის ჩამორთმევის უფლებას ითვალისწინებს ევროკავშირის შეთანხმების მეშვიდე მუხლი, რომლის თანახმადაც ასეთი ზომა შეიძლება იყოს მიღებული, თუ ქვეყანა სერიოზულად და ხშირად არღვევს ევროკავშირის პრინციპებს. ხმის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის ყველა წევრის (გარდა იმისა, რომელსაც ხმას ართმევენ) თანხმობა სჭირდება.

უახლესი ამბები