აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას ითვალისწინებს.

კენჭისყრაზე დოკუმენტმა აუცილებელ 50-ზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, რადგან კანონპროექტმა უნდა გაიაროს წარმომადგენელთა პალატა, რომლის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა დოკუმენტი უკვე გააკრიტიკა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე ამოწურა ის თანხები, რომელიც უკრაინის დასახმარებლად გამოიყო. გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სთხოვა კონგრესს 100 მილიარდ დოლარზე მეტი გამოეყო. აქედან თეთრ სახლს სურს 60 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყოს უკრაინის დასახმარებლად. დარჩენილი თანხები ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად, ასევე საზღვრების დაცვისთვისაა.

სწორედ საზღვრის უსაფრთხოების საკითხი გახდა დაბრკოლება, რადგან რესპუბლიკელებმა უარი თქვეს თეთრი სახლის ზომების მხარდაჭერაზე. ისინი მოითხოვდნენ გამკაცრებულ საიმიგრაციო პოლიტიკას.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი დაფინანსების გარეშე ვერ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები