სოფო ჯაფარიძე - კიდევ ერთხელ მოატყუეს ჩვენი მოქალაქეები, რომ თითქოს მინისტრის ცვლილებით რამე შეიცვლება

კიდევ ერთხელ მოატყუეს ჩვენი მოქალაქეები, რომ თითქოს მინისტრის ცვლილებით რამე შეიცვლება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას ერთი პირი მართავს და მის მითითებებს ვინ შეასრულებს, მნიშვნელობა არ აქვს.

"კიდევ ერთხელ მოატყუეს ჩვენი მოქალაქეები, რომ თითქოს მინისტრის ცვლილებით რამე შეიცვლება, რა მნიშვნელობა აქვს, გვარი იქნება აზარაშვილი თუ რომელიმე სხვა. ფაქტი არის ერთი, რომ არის უდიდესი სისტემური პრობლემები და ამას ყოველდღიურად ვხედავთ. ჩვენ ვიცით, რომ როგორც სხვა მინისტრები, ასევე აზარაშვილი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაახმოვანებს ამა თუ იმას. ფაქტი არის ერთი, რომ მოქმედებენ ერთი კაცის მითითებით და ამით არაფერი იცვლება", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დღეს დატოვა. ზურაბ აზარაშვილის შემცვლელს პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები