სოფო ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს თავისი  ვალდებულება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ის ვალდებულია, არ დაამახინჯოს ჩვენი ქვეყნის ისტორია, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებულ ხელმოწერებს  შემდეგ კვირაში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.

"გრძელდება ხელმოწერების კამპანია, უკვე ასობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ ხელი მოაწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას იმის გათვალისწინებით, რომ ტრადიციულად საქართველოში ყოველთვის ნებისმიერ თემაზე ძალიან ჭირს ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ ხედავთ, როგორი უპრეცედენტო აქტივობა და ერთობაა მთელი საქართველოს მასშტაბით.  როგორ გაერთიანდა უამრავი, ასობით ათასი ადამიანი მისი გათავისუფლების მოთხოვნის გარშემო და ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხედავს, რამხელა უსამართლობა არის მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ყოფნა, რა მდგომარეობაშიც დღეს "ქართულ ოცნებას" ის ჰყავს.  

შემდეგი კვირის დასაწყისში უკვე დავასრულებთ, მივიტანთ ხელმოწერებს სალომე ზურაბიშვილთან და სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ნახავს, თუ როგორ ითხოვს ასობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას და მე მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეასრულოს თავისი  ვალდებულება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ის ვალდებულია, არ დაამახინჯოს ჩვენი ქვეყნის ისტორია", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები