სოფო ჯაფარიძე - ისინი არ ან ვერ ხვდებიან, რომ დღეს ქართული საზოგადოება ისეთი ერთსულოვანია, როგორც არასდროს

ერთადერთი, რატომაც შემოიტანეს ხელახლა კანონი, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დაკარგა სადავეები, აჩვენოს რუსეთს, რომ მას ისევ ყველანაირი ბერკეტი გააჩნია ქართველ ხალხზე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილს ქვეყნის ევროინტეგრაცია არ სურს.

"მე ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც მთელი დასავლეთი გიპირისპირდება და აკრიტიკებს კანონს, რომლის მიღებაც გინდა და ერთადერთი, ვინც გიწონებს კანონს, ეს არის პუტინის პრესსპიკერი, ყველანაირი კითხვის ნიშანი არის გამქრალი და ვფიქრობ, რომ მათთან ამაზე დისკუსიაში არ უნდა შევიდეთ. ერთადერთი, რატომაც შემოიტანეს ხელახლა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დაკარგა სადავეები, დაანახოს რუსეთს, მოაწონოს თავი, რომ მას ისევ ყველანაირი ბერკეტი გააჩნია ქართველ ხალხზე და პირველ რიგში, ერთადერთი მიზნით, რომ ევროინტეგრაციას შეუშალოს ხელი, მთავარი მიზანი არის ეს, იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტად მოაწონოს რუსეთს თავი, მაგრამ ისინი არ ან ვერ ხვდებიან, რომ დღეს ქართული საზოგადოება ისეთი ერთსულოვანია, როგორც არასდროს, დღეს ქართველ ხალხს გვერდით უდგას მთელი დასავლეთი", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები