კოლეჯ "იბერიას" შვეიცარიის ელჩი სტუმრობდა

კოლეჯ "იბერიას" შვეიცარიის ელჩი საქართველოში ჰაიდი გრაუ და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ წივწივაძე ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ მხარდაჭერილი პროექტები. განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 ლარს აღემატება.

სტუმრებმა ასევე კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს. სხვა სასწავლო სივრცეებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოლეჯის ბაზაზე არსებული ციფრული ინჟინერიის, რობოტიკისა და პროგრამირების მიმართულებას.

მხარეებმა კოლეჯის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

კოლეჯი "იბერია" მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 17 საკვალიფიკაციო და ოცამდე მოკლევადიან მომზადება/გადამზადების პროგრამას ახორციელებს.

კოლეჯი ოპერირებს ქუთაისსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

"იბერია" აქტიურად ცდილობს რეგიონის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები