ოდესაში სამი მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა - სამაშველო ოპერაცია გრძელდება

2 მარტის ღამეს რუსმა ტერორისტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური თავდასხმა განახორციელეს. მტრის ერთ-ერთი დრონი ოდესაში მაღალსართულიან შენობას დაეჯახა, რასაც ნგრევა და  მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავებულია 8, მათ შორის ერთი მოზარდი, გადარჩენილია 5 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მომხდართან დაკავშირებით 3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა, რომელიც ახლა ოდესაში იმყოფება, განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბური განადგურება დრონის დარტყმის შედეგად პირველად მოხდა. მან აღნიშნა, რომ, წინასწარი მონაცემებით, დრონები ოდესის მასშტაბით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები