სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-ს სჯერა, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი ბრძოლის ველზე გასამარჯვებლად

ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც შეუძლია განახორციელოს ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად", - განაცხადა მილერმა.

მისი თქმით, აშშ-მა გამარჯვებები დაინახა ბრძოლის ველზე - მათ შორის შავ ზღვაში რუსული გემის ჩაძირვა.

"ჩვენ გვჯერა, რომ მათ აქვთ რამდენიმე სიურპრიზი", - აღნიშნა მილერმა.

4-5 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა შეტევა განახორციელა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემზე "სერგეი კოტოვი".

საზღვაო დრონების "Magura V5" დარტყმის შედეგად, გემს უკანა, მარჯვენა და მარცხენა მხარეები დაუზიანდა.

გემის განადგურება მოხდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქერჩის სრუტესთან ახლოს. ჩაძირული გემის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები