ნიკა მელია - რა მწვავე განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან დაკავშირებით, სანამ ის პატიმარია, პასუხს არ გავცემ

რა მწვავე განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან დაკავშირებით, სანამ ის ადამიანი არის პატიმარი, მას მე პასუხს არ გავცემ, - ამის შესახებ პარტია "ახალის" დამფუძნებელმა ნიკა მელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ეს პარტია არ არის გაერთიანებული მიხეილ სააკაშვილზე, თუმცა არც მისი წინააღმდეგია.

"ეს ადამიანი დღეს არის პატიმარი, ჩემთვის მიუღებელია მისი ინსტრუმენტალიზაცია ნებისმიერი თვალსაზრისით, განსაკუთრებით, თუ არჩევნებია. 

რა მწვავე განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან დაკავშირებით, აი, ხვალ კაპრიზული განცხადებაც რომ გავრცელდეს, სანამ ის ადამიანი არის პატიმარი, მას მე პასუხს არ გავცემ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს კითხვები, ბევრი კითხვა მაქვს, რა თქმა უნდა, მისივე საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ალბათ, მასაც აქვს ჩემთან, მაგრამ ვიცით, რომ ეს პარტია არაა და ვერც იქნება გაერთიანებული მიხეილ სააკაშვილის გარშემო და არც მის წინააღმდეგაა, ამაზე ყველა ვთანმხდებით. 

ჩემთვის ბევრ რაღაცას უკავშირდება წინსვლა, მათ შორის ეს დაკავშირებულია ადამიანთა იმ ჯგუფთან, რომელიც ცდილობს არსებულის შენარჩუნებას კი არა, გაზრდას, მათ შორის ამომრჩევლის გაზრდას და არა 20%-ის შენარჩუნებას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები