სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე

ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები