რომან გოცირიძე - ეს რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა

სამწუხაროა,  რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ ისეთი საფრენი აპარატის შეძენა შეძლო, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტში შს მინისტრის მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს საფრენი აპარატი წლების წინ, რომ შეეძინათ, უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ.

"სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ ისეთი საფრენი აპარატის შეძენა შეძლო, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის, განსაკუთრებით რელიეფის გათვალისწინებით და ეს რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დეპუტატმა ემიგრაციის მაღალ მაჩვენებელზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" როგორც არ უნდა იმართლოს თავი, ფაქტი სახეზეა.

"კატასტროფული მდგომარეობაა ემიგრაციის კუთხით, როგორც არ უნდა იმართლოს თავი "ქართულმა ოცნებამ" ფაქტი არის სახეზე. მხოლოდ შარშან 101 000 ჩვენი მოქალაქე უცხოეთში გავიდა და ემიგრანტის სტატუსი მიიღო, უკან დაბრუნდა 54 000 და მინუსს 46 000 არის უარყოფითი სალდო" - განაცხადა  რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები