შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა

შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა

შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად შეუერთდა  - ის ნატოს 32-ე წევრი გახდა.

შესაბამისი პროტოკოლი უკვე გამოქვეყნდა.

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაზე შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია ორშაბათს, 11 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მიიღებს.

შვედეთმა ფინეთთან ერთად ნატოში გაწევრიანება 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოითხოვა, თუმცა თურქეთი და უნგრეთი შვედეთის გაწევრიანებას დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ. 

მოგვიანებით ანკარამ თანხმობა განაცხადა, უნგრეთი კი ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც განაცხადის რატიფიცირებას კიდევ დიდხანს არ ახდენდა. საბოლოოდ, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა რატიფიცირება მაინც მოახდინა, 5 მარტს კი ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები