რომან გოცირიძე - "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში წააგებს, ამიტომ ეჩქარებათ ახლა, სანამ პარლამენტში უმრავლესობა აქვთ

"ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში წააგებს. ამიტომ ეჩქარებათ ახლა, სანამ პარლამენტში უმრავლესობა აქვთ, - ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

"ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ ცუდადაა მისი საქმე და მომავალ ადგილობრივ არჩევნებში წააგებს, ყველაფერი ეს გამოწვეულია იმ საფუძვლიანი შიშებიდან, რომლებიც მათ გააჩნიათ, ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება არის მორგებული მათ პოლიტიკურ ინტერესებზე. ასეთია ეს ცვლილებაც, რომელიც მრავალი წელია, საქართველოში მოქმედებს და არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია ამ წესის მართებულობა.

მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები და ბუნებრივია, რომ ახლა უნდათ, რომ ყველაფერი ერთბაშად შეცვალონ, რადგან იციან, რომ მომავალი პარლამენტი ვერ შეცვლის ამას. ამიტომ, ეჩქარებათ ახლა მანამ, სანამ პარლამენტში უმრავლესობა აქვთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ქართული ოცნების" ინიციატივით, უქმდება საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევი 40 %-იანი ბარიერი. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები