პროკურორი - მტკიცებულებათა ერთობლიობა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ

მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნის სიტყვას იტყვის.

"დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. საქმის არსებითი განხილვის დროს არაერთი მტკიცებულება გამოიკვეთა, როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე მოწმეებმა მისცეს ჩვენება სასამართლო პროცესზე. ეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის ვიდეოჩანაწერები, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს ქმნის ლაზარე გრიგორიადისის მიმართ”, - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2023 წლის 31 მარტს შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა  2023 წლის 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, 9 მარტს განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. დანაშაულები სასჯელის ზომად თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.