ლევან ბეჟაშვილი - აშშ-ს მოსთხოვო გააუქმოს სანქციები, ცოტა ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია

ბოლო სტატისტიკით, მარტო სასამართლოში 5 მილიონამდე საჩუქარი დეკლარირდა დეკლარაციაში, ბუნებრივი კითხვის ნიშნები არსებობს, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეს საერთაშორისო პარტნიორებთან არა  ბაქიბუქი, არამედ კითხვის ნიშნებზე პასუხების გაცემა სჭირდება. 

"ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსთხოვო გააუქმოს სანქციები, ცოტა ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია. მათ მთავარ კითხვებზე პასუხი არ გაუციათ. ამ მოსამართლეებთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული ბრალდებები და მტკიცებულებები მათი კორუფციასთან კავშირის გამო და ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცენ ობიექტური, სამართლიანი, გამჭვირვალე გამოძიებით. როდესაც, ბოლო სტატისტიკით, მარტო სასამართლოში 5 მილიონამდე საჩუქარი დეკლარირდა დეკლარაციაში, ბუნებრივი კითხვის ნიშნები არსებობს. ამ კითხვის ნიშნებს უნდა პასუხები და არა ბაქიბუქი საერთაშორისო პარტნიორებთან ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რამდენიმე ქართველი მოსამართლის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. მდინარაძის თქმით, იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, ვისაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები