ლევან ბეჟაშვილი - ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის

საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, ხელახლა ხდება პროცესების დატრიალება იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ივანიშვილის პარტია სახლშია გასაშვები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხე არის თავად "ქართული ოცნება".

"ივანიშვილის პარტიამ ვერ შეძლო საქართველოში ეკონომიკური ვითარების გაჯანსაღება და მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ემიგრაციაში მიდის, მათი შემოსავლები დაბალია, სესხის პროცენტები მაღალი, პენსიებზე დარიცხული სესხები კაბალური და მთავარი პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლო. შესაბამისად, მათ სჭირდებათ ახალი თემები იმისათვის, რომ საზოგადოებაში კვლავ დაპირისპირება შეიტანონ, ის თემები წამოსწიონ, რომლებზეც ერთხელ საზოგადოებამ უკვე გასცა მკაფიო პასუხი, საზოგადოება არ დაუშვებს რუსული კანონის მიღებას, ხელახლა ხდება პროცესების დატრიალება იმისათვის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დააპირისპირონ. ამიტომ ვამბობთ, რომ ივანიშვილის პარტია სახლშია გასაშვები. ივანიშვილის პარტია არის მთავარი წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები