ლევან ბეჟაშვილი - მოსახლეობის გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ მათ აჩვენა რეალურად ის, რომ მოსახლეობა უკან არ დაიხევს

ისინი მზად არიან უკან გაიწვიონ კანონპროექტი, იმიტომ რომ რიტორიკა მანამდე ბევრად უფრო მკაცრი ჰქონდათ და მოსახლეობის გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ მათ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობა უკან არ დაიხევს, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" კანონპროექტის მთავარი არსი არის, რომ შეზღუდონ ევროპელი პარტნიორების და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პროექტების დაფინანსება.

"ისინი მზად არიან უკან გაიწვიონ კანონპროექტი, იმიტომ რომ რიტორიკა მანამდე ბევრად უფრო მკაცრი ჰქონდათ და მოსახლეობის გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ მათ აჩვენა რეალურად ის, რომ საქართველოს მოსახლეობა უკან არ დაიხევს, ისე როგორც 7-8 მარტის მოვლენების დროს არ დაიხია და ამ შემთხვევაშიც მზად არის, ბოლომდე იბრძოლოს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის. ის, რომ ეს რუსული კანონია ამაზე საუბრობენ დასავლელი პარტნიორები. ყველა პუნქტი რუსულია. ევროკავშირის კანონმდებლობა ეწინააღმდეგება რუსული გავლენების ზრდას ევროკავშირში.

"ქართული ოცნების" კანონპროექტის მთავარი არსი ის არის, რომ ისინი ზღუდავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული დემოკრატიის განმტკიცებისთვის პროექტების დაფინანსებას. თუნდაც ამ პუნქტის გამო, რომ რეალურად, ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგაა მიმართული და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი წინაღობაა, ამიტომ უნდა გაიწვიოს მდინარაძემ ეს კანონპროექტი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები