სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკი დაინიშნა, მან ამ პოსტზე ვალერი ზალუჟნი შეცვალა.

"მე დავნიშნე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე დანიშვნამდე ალექსანდრე სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური იყო. უცნობია ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის არმიის უდიდეს ნაწილს.

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ვალერი ზალუჟნი იკავებდა. ის ამ პოსტზე 2021 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე დაინიშნა.

68 წლის სირსკიმ გაიარა სამხედრო სამსახურის ყველა ეტაპი - ოცეულის მეთაურიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემდე.

2019 წელს სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაური გახდა, 2020 წლიდან კი გენერალ-პოლკოვნიკის წოდება აქვს.

მსგავსი სიახლეები