მეუფე გრიგოლი - თითოეულ ადამიანს გვაკისრია ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობა, საკუთარი ერის, ქვეყნის წინაშე გვაქვს ვალდებულება

წლების წინ მოვისმინე ასეთი სიტყვა - სადაც იწყება პოლიტიკა, იქ მთავრდება სულიერება. ჭეშმარიტება არ ექვემდებარება დროთა მონაცვლეობას, არ ექვემდებარება პოლიტიკური სისტემების მონაცვლეობას, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ქვეყნის ბედსა და იმაზე, რომ ნორმალურ გარემოში გაზარდოს მომავალი თაობა.

"ჩავიხედოთ ყველამ ჩვენს გულებში და ვკითხოთ - როგორი ქრისტიანი ვარ და მინდა კი ცხონება? ბედნიერება ცხონებაშია და თუ გინდა ცხონება, მაშინ იმ გზას დაადექი, რომელიც ბედნიერებაში შეგიყვანს. ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ის ჯვარი, რასაც იესო ქრისტე გვეუბნება. ღმერთს უყვარს ცოდვილი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ცოდვებს ჩადის, არამედ ისე, როგორც მშობელს შვილი. 

ჭეშმარიტება არ ექვემდებარება დროთა მონაცვლეობას, არ ექვემდებარება პოლიტიკური სისტემების მონაცვლეობას. ამაშია შენი სულიერების სიმაღლე, რომ გიყვარდეს ადამიანი. კარგად დავფიქრდეთ, რა ფასი აქვს ჩვენს ქრისტიანობას? რა ფასი აქვს ჩვენს რწმენას? რწმენა, რომელიც ხშირად წარმართობას, სიძულვილის, სისასტიკესა და უსიყვარულობას იტევს, არანაირად არ გვაცხონებს, ასეთი რამ ადამიანს ღუპავს და ანადგურებს. 

როდესაც სამოთხეში ბოროტი მივიდა ევასთან, მასთან დიალოგში შესული ევა სიკვდილის მსხვერპლი ხდება, ის კარგავს ყველაფერს, რაც მანამდე ჰქონდა, მაგრამ ადამიანი, რომელიც ღმერთთან დიალოგში შევა - ძლიერდება, სინათლის მატარებელი და მანათობელი ხდება თვითონ.

წლების წინ მოვისმინე ასეთი სიტყვა - სადაც იწყება პოლიტიკა, იქ მთავრდება სულიერება, თითოეულ ადამიანს გვაკისრია ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობა, საკუთარი ერის, საკუთარი ქვეყნის წინაშე გვაქვს ვალდებულება, სადაც უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა და სულაც არ არის სულ ერთი, თუ სად და რა პირობებში გაიზრდებიან ეს ბავშვები. ჩვენ ვიცით, რომ სამოთხე აქ არ აშენდება, მაგრამ გვინდა, რომ ელემენტარული პირობა ჰქონდეთ განვითარებისათვის, სიცოცხლისათვის და იმ მცირედი სიხარულისათვის, რომელიც წუთისოფელში ადამიანს შეიძლება ჰქონდეს",  - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები