მეუფე გრიგოლი - განსაცდელი დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა ჩვენი სამშობლო

განსაცდელი დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა  და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა ჩვენი სამშობლო, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მთელი ეს პერიოდი საქართველოს სასულიერო და სამოქალაქო პირები საქართველოს ტაძრის უძველესი ავტოკეფალიის აღსადგენად ძალას არ იშურებდნენ და სწორედ, მათი ღვაწლით ზეიმობს საქართველო ავტოკეფალიის აღდგენიდან 117-ე წელს.

"117 წელი წელი შესრულდა, რაც საქართველოს ავტოკეფალია აღდგენილად გამოცხადდა. განსაცდელი დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა იქნა გაუქმებული და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა ჩვენი სამშობლო. ამის შემდეგ გადაწყვიტა იმპერატორმა, რომ ეკლესიაც უნდა შეუერთდეს რუსეთის ეკლესიას. ამის ბუნდოვანებას ქმნიდა ის გარემოება, რომელიც "გეორგიევსკის ტრაქტატში" იყო, სადაც მინიშნებული იყო, რომ ეკლესიის ბედი ცალკე იქნებოდა განხილული. ეს ბუნდოვანება ერთგვარ საფუძვლადაც იყო გამოყენებული, თუმცა ვინ დაუდგებოდა წინ მათ, ვისთვისაც კანონი არც არაფერს ნიშნავდა არასდროს. ჩვენი ეკლესიის მთელი ეს პერიოდი ურთულესი იყო, ჩვენს წინაპართა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ უძველესი სამოციქულო ეკლესიის დამცრობას, ტრადიციების შეურაცხყოფას. ესენი იყვნენ მღვდელმთავრები, კირონ კათალიკოსი, ეპისკოპოსი ლეონიდე, ილია ჭავჭავაძე და სხვა ჩვენი მამულიშვილები. როდესაც უწმინდესმა სინოდმა საბოლოოდ უარი თქვა, როდესაც ობერ-პროკურორს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და ყველა წყალი გადაიწურა, მაშინ გადაწყვიტა საზოგადოებამ, სამღვდელოებამ, რომ გამოეცხადებინათ ცალმხრივად საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია აღდგენილად. სვეტიცხოვლის ტაძარში ხელი მოეწერა ავტოკეფალიის აქტს, ძალიან დიდი სიხარული იყო, თუმცა ასე მარტივად და დიდხანს საქართველოს ავტოკეფალიას არ აღიარებდა რუსეთის ეკლესია და ეს მხოლოდ 1943 წელს მოხდა. რაც შეეხება უშუალოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ჩვენ არ გვქონდა დოკუმენტი ხელზე წარგვედგინა მისთვის უძველესი ავტოკეფალიის დამადასტურებელი სიგელი. საბოლოოდ, 1990 წელს მოხდა მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ ცნობა საქართველოს უძველესი ავტოკეფალიისა. 

დღეს მსოფლიოს საპატრიარქოს მიმართ ვისმენთ ხოლმე ძალიან კრიტიკულ და ხშირად ირონიულ განცხადებებს, რაც არ არის სწორი. განსაკუთრებით გახშირდა ეს მას შემდეგ, რაც უკრაინის ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია. ჩვენ თუ ეჭვქვეშ დავაყენებთ მსოფლიოს საპატრიარქოს უფლებას, მიანიჭოს რომელიმე ეკლესიას ავტოკეფალია ან ცნოს ავტოკეფალია, მაშინ ამით ეჭვქვეშ დავაყენებთ იმ სიგელის ავტორიტეტს, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მიიღო. მაშ რისთვის იბრძოდა საქართველოს ეკლესია, ჩვენი პატრიარქები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები