მეუფე გრიგოლი - 9 აპრილის შემდეგ განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ არ გვაქვს მოდუნების და იმის თქმის ფუფუნება, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ

დიდი ბრძოლით მოპოვებული შეიძლება, წამის ყოფაში დაიკარგოს. 9 აპრილის შემდეგ განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ არ გვაქვს მოდუნების და იმის თქმის ფუფუნება, რომ საბოლოოდ გავიმარჯვეთ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.

მისი თქმით, 1991 წლის 9 აპრილმა ქვეყანაში წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა არავის უნდა ეგონოს, რომ საფრთხე აღარ არსებობს.

"დღეს არის სევდანარევი სიხარული, რადგან 9 აპრილი ეს არის ძალიან მძიმე ისტორია ჩვენს დროში, მაგრამ ამავდროულად, 1991 წლის 9 აპრილი იქცა 1989 წლის 9 აპრილის გაგრძელებად, როდესაც საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ეს ძალიან დიდი დღე იყო, წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ისტორიაში, ჩვენს მეხსიერებაში, მაგრამ მას შემდეგ განვლილმა წელმა გვაჩვენა, რომ არასდროს გვაქვს ფუფუნება იმის თქმისა, რომ გავიმარჯვე და არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ დავმშვიდდეთ. როგორც კი მოეშვები, რაც გიხაროდა, რისთვისაც მზად იყავი სიცოცხლე გაგეღო, ის კვლავ დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგება. ამას გვიჩვენებს ჩვენ დღევანდელი დღეც და ის განვლილი დღეებიც. 

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გვახსოვდეს ეს დღე, ის ადამიანები ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, ბავშვებისთვის, ყველა თაობის წარმომადგენლისთვის შეწირული ადამიანები არიან. წარმატება ბრძოლის გარეშე არ მოიპოვება და ეს ადამიანები დღესაც სანთელივით ანთიან ჩვენ წინაშე, ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ეს ადამიანები, არამედ ისინი, ვინც სხვადასხვა დროს თავისი ქვეყნისა და ერის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იყვნენ. მათ შორის უმეტესი ქალბატონები, დედები იყვნენ, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველი ქალის, ქართველი დედის გმირული სულისკვეთება, თავდადება, მზაობა, რომ შვილების ბედნიერებას და მომავალს ემსახუროს თავისი სიცოცხლით. 

დღესაც არიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს დღე მოიტანეს, დღე, როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი შვილების მომავლის ბედნიერებაზე, მაგრამ ეს ბედნიერება თავისუფლების გარეშე არ მოიპოვება და მას სჭირდება მოფრთხილება - მუდმივი სიფხიზლით, გონივრული ქმედებით. დიდი ბრძოლით მოპოვებული შეიძლება, წამის ყოფაში დაიკარგოს. 

თუ ვინმე ფიქრობს, რომ 2008 წელს დამთავრდა ის აგრესია, რაც ჩრდილოეთიდან მოდიოდა - ძალიან დიდ შეცდომას ჩადის. არაფრისგან დაზღვეული არ ვართ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ სავსებით შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზეც ვიხილოთ რუსული ტანკები, იარაღი, ამიტომ, უნდა ვეცადოთ, რომ ამ მუდმივი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მარტონი არ აღმოვჩნდეთ, არამედ ჩვენს ყველა თანამოაზრესთან ერთად ფხიზლად დავიცვათ  თავისუფლება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მოქალაქისა", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

მსგავსი სიახლეები